ფეხბურთი

11:00 | 24.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო: "სწორ გზაზე ვართ და ეს მხოლოდ დასაწყისია"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ "ლევანტესთან" მოგებული მატჩის შემდეგ (4:1 მიმოხილვა) ჟურნალისტებთან ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა თამაში შეაფასა და განაცხადა, რომ მისი გუნდი სწორ გზაზეა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია.

"კარგი თამაში გამოვიდა და შედეგით რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ. გუნდი ჯერ ისევ ზრდის ფაზაშია, ჩვენ სულ რაღაც 51 დღეა ერთად ვართ და წინ კიდევ დიდი გზა არის. ფაქტია, რომ სწორ გზაზე ვართ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. კონკურენტუნარიანი უნდა ვიყოთ ლა ლიგაში, ჩემპიონთა ლიგასა და თასზე, ჩვენი მიზანი ყველა ტურნირის მოგებაა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ გუნდში ყველა ფეხბურთელი თავს მნიშვნელოვან ნაწილად გრძნობს, რაც კონკურენციას ზრდის, ეს კი გუნდის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. თამაში ჯერ ახლახანს დასრულდა, ჩვენ მთელი ყურადღება "ლევანტეზე" იყო გადატანილი და მადრიდილ დერბზე ფიქრს მხოლოდ ხვალიდან დავიწყებთ." - განაცხადა ალონსომ.

მადრიდის „რეალს“ შესანიშნავი სტარტი აქვს და 6 ტურში უდანაკარგოა - 18 ქულით ლიდერობს ლა ლიგას, ხოლო მომდევნო ტურში 27 სექტემბერს, მადრიდულ დერბიში „ატლეტიკოს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094056