სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

11:40 | 24.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტმა გიორგი მამარდაშვილის თამაშზე ისაუბრა

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა კარაბონას თასის 1/16 ფინალში "საუთჰემპტონთან" მოგებული მატჩის შემდეგ (2:1) პრესკონფერენცია გამართა და თამაში შეაფასა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა გიორგი მამარდაშვილის თამაშზეც გააკეთა კომენტარ, მისი თქმით ქართველს ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა.

"მოგება ყოველთვის სასიამოვნოა, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ეს ჩვენი საუკეთესო თამაში არ ყოფილა. ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო, რადგან დღეს ისეთ ფეხბურთელებს მიეცა შანსი, რომლებსაც დიდი დრო არ ეძლევათ. მიუხედავად ყველაფრისა, პოზიტივიც ბევრი იყო. მაგალითად გიორგი მამარდაშვილს შესანიშნავი მატჩი ჰქონდა, ისევე როგორც კიეზას და ჯოვანი ლეონს. ამასთან ერთად ისაკმა თავისი პირველი გოლი გაიტანა." - განაცხადა სლოტმა.

ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილმა "ლივერპულის" მაისურით ოფიციალურ მატჩში პირველად ითამაშა. ქართველს ბევრი საქმე არ ჰქონია, თუმცა, ორჯერ თავისი გუნდი შესანიშნავი თამაშით გადაარჩინა.

„ლივერპული“ მერვედფინალში გავიდა, მომდევნო მატჩს კი, 27 სექტემბერს, პრემიერლიგაში სტუმრად „კრისტალ პალასთან“ გამართავს, რომლის წინააღმდეგ სეზონის სტარტზე ინგლისის სუპერთასზე მარცხი განიცადა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.103745