ფეხბურთი

12:20 | 24.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

გავის ოპერაცია ჩაუტარდა და "ბარსელონას" დიდი ხნით ვერ დაეხმარება

"ბარსელონას" 21 წლის ფეხბურთელ გავის მარჯვენა მუხლზე მენისკის ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც 4-5 თვემდე უქმობა მოუწევს. აღნიშნული ინფორმაცია კატალონიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

აქამდე "ბარსელონას" ეიმედებოდა, რომ გავი გამოჯანმრთელებას ოპერაციის გარეშე შეძლებდა და მოედანზე დაბრუნებას ოქტომბრის შუა რიცხვებში დაბრუნდებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა და საბოლოოდ ოპერაცია გახდა საჭირო. ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას დაახლოებით 4-5 თვეში შეძლებს.

ცნობისთვის, ესპანელმა ფეხბურთელმა 2023 წლის ნოემბერში ამავე მუხლზე წინა ჯვარედინი იოგები დაიზიანა, რის გამოც 11 თვით უქმობა მოუწია. გავი "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია და ძირითად გუნდში 2021 წლიდან თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08859