სხვა

12:55 | 24.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

UFC Rio-ზე ჩარლზ ოლივეირას მეტოქის ვინაობა ცნობილია

მას შემდეგ, რაც რაფაელ ფიზიევი ტრავმის გამო ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლას ჩაეხსნა UFC Rio-ს მთავარი ბრძოლა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, თუმცა ყველაფერი მატეუშ გამროტმა გადაარჩინა. პოლონელი მებრძოლი სამი კვირით ბრძოლას დათანხმდა და ოლივეირას ბრაზილიაში დაუპირისპირდება.

ჩარლზ ოლივეირა ილია თოფურიასთან განცდილი მარცხის შემდეგ ოქტაგონზე პირველად ბრუნდება, ხოლო მატეუშ გამროტმა ბოლო ბრძოლა UFC-ში მაისში ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ UFC Rio 12 ოქტომბერს გაიმართება და ოლივეირასა და გამროტის ბრძოლა საღამოს ჰედლაინერი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091124