პორტუგალიის ჩემპიონატის მეექვსე ტურში "ბენფიკამ" ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით პირველი საშინაო მატჩი გამართა. ჟოზეს შეგირდები "რიუ ავეს" დაუპირისპირდნენ და ქულები დაკარგეს, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
მთელი შეხვედრის განმავლობაში "ბენფიკა" დიდ უპირატესობას ფლობდა, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს. ჟოზეს გუნდმა პირველი გოლი მე-60 წუთზე გაიტანა, მაგრამ VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გოლი გაუქმდა. მასპინძლებმა ანგარიში 86-ე წუთზე გახსნეს, გოლის ავტორი სუდაკოვი გახდა და ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ "ბენფიკას" დაგეგმილი სამი ქულა უნდა აეღო, თუმცა "რიუ ავემ" გათანაბრება მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხა, თავი ანდრე ლუიზმა გამოიჩინა 1:1.
მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა, სადაც პორტუგალიელმა უკმაყოფილება ვერ დამალა და VAR-ი გააკრიტიკა:
"შედეგი უსამართლოა, რადგან მოედანზე გამარჯვებისთვის მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა, ხოლო მეორე ფრეზეც თანახმა იყო. სამწუხაროა, მაგრამ ფეხბურთი ხანდახან ასეთია. არ მომწონს, როდესაც ეკრანთან მჯდომი ადამიანი მატჩის გმირი ხდება. ვფიქრობ გოლის გაუქმება მაისურზე მოქაჩვის გამო შეცდომაა." - განაცხადა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს დანიშვნის შემდეგ "ბენფიკამ" პირველი მატჩი სტუმრად "აფს" - თან გამართა და 3:0 იმარჯვა. "არწივებს" 6 ტურის შემდეგ 14 ქულა აქვთ და მესამე ადგილზე იმყოფებიან და შემდეგ მატჩს 26 სექტემბერს "ჟილ ვისენტესთან" გამარტავენ.