"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა კარაბონას თასის 1/16 ფინალში "საუთჰემპტონთან" მოგებული მატჩის შემდეგ (2:1) პრესკონფერენცია გამართა და თამაში შეაფასა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა კომენტარი უგო ეკიტიკეს წითელ ბარათზეც გააკეთა და მას არასაჭირო და სულელური ქმედება უწოდა.
"ძალიან კარგად ვხვდები თუ რა რთულია თავდამსხმელისთვის ინგლისში თამაში, რადგან დამცველებს უფლება აქვთ რაც არ უნდა ის გააკეთოთ. თუმცა, როდესაც ამხელა დონეზე თამაშობ ემოციების კონტროლი უნდა შეგეძლოს. ეკიტიკეს წითელი ბარათი არასაჭირო და სულელური ქმედება იყო. როდესაც "ევერტონის" წინააღმდეგ წითელი ბარათი მივიღე მაშინაც ვთქვი, რომ ეს სულელური ქმედება იყო. იმიტომ, რომ შეგიძლია ემოციები გამოხატო, მაგრამ თუ ეს ყვითელ ან წითელ ბარათად დაგიჯდება სისულელეა.
47 წლის ვარ და შეიძლება ძველმოდური და ამ დონეზე არასდროს მითამაშია, თუმცა კარიერის განმავლობაში, რამდენიმე გოლი გამიტანია. ასეთი გოლი, რომ გამეტანა მე უბრალოდ კიეზასკენ შევტრიალდებოდი და უბრალაოდ ვეტყოდი, რომ ეს მისი გოლია." - განაცხადა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ ჰუგო ეკიტიკე "საუთჰემტონთან" მატჩში მოედანზე მეორე ტაიმის სტარტზე შემოვიდა და მალევე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 85-ე წუთზე ფრანგმა ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზას პასის შემდეგ ფაქტიურად ცარიელ კარში გაიტანა, აღნიშვნის დროს კი მაისური გაიხადა, რის გამოც შეხვედრის მთავარმა მსაჯმა მას მეორე ყვითელი და შესაბამისათ წითელი ბარათი უჩვენა.