ჩოგბურთი

15:00 | 24.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ი რეიტინგში დაწინაურდა

33 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ი რეიტინგში დაწინაურდა, 114-ე ადგილიდან მე-100 პოზიციაზე გადაინაცვლა.

ქართველი ჩოგბურთელის რეიტინგში წინსვლა განპირობებულია ჩინეთში, ჩენდუს ტურნირზე წარმატებულ ასპარეზობაზე, სადაც ნიკოლოზმა მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა და ჯამში 59 სარეიტინგო ქულა დააგროვა. ბასილაშვილი მეოთხედფინალში იტალიელ ლორენცო მუზეტისთან დამარცხდა, რომელიც რეიტინგის მეცხრე ნომერია.

ცნობისთვის, ბასილაშვილი კლავაც ჩინეთში იმყოფება და ამჯერად მონაწილეობას 100-ქულიან ჩელენჯერში იღებს მონაწილეობას, სადაც ერთი მატჩის მოგება უკვე მოახერხა და ტურნირის 1/8 ფინალში იასპარეზებს. ქართველმა დანიელი აუგუსტ ჰოლმგრენი 2-სეტში დაამარცხა (6:2, 6:3), მომდევნო შეხვედრას ნიკოლოზი ხვალ 25 სექტემბერს გამართავს და მისი მეტოქე ბერნარდ ტომიჩი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096413