საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი ნიკოლოზ ჩიქოვანი "უტფორდიდან" იჯარის წესით ბელგიურ "შარლერუაში" ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
18 წლის შემტევი ფეხბურთელი "უოტფორდმა" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეიძინა, თუმცა მისი იჯარით გაშვება გადაწყვიტეს. როგორც ცნობილი ხდება ქართველი ფეხბურთელი "შარლეროას" 21-წლამდე გუნდში დარეგისტრირდა და მთავარ გუნდთან ერთადაც ივარჯიშებს. ჩიქოვანი ბელგიურ კლუბში 2025 წლის 31 დეკემბრამდე ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ჩიქოვანი "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია და ძირითად გუნდში 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა.