UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ინგლისელმა მებრძოლმა პედი პიმბლეტმა ინტერვიუს დროს ილია თოფურიაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მზადაა ქართველ მებრძოლს ნებისმიერ ადგილას დაუპირისპირდეს და ამასთან დარწმუნებულია, რომ ბრძოლა მისი გამარჯვებით დასრულდება.
"მიუხედავად იმისა, რომ ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში გათიშა, ის ჩვენი დივიზიონისთვის მაინც ჯუჯაა. ჩარლზს მის წინააღმდეგ არასწორი გეგმა ჰქონდა, როდესაც ის ოქტაგონზე გამოდიოდა ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა, განსხვავებით ილიასგან, რომელიც საკმაოდ გაწონასწორებული იყო. ვფიქრობ, რომ როდესაც ილიას წინააღმდეგ წინ მიდიხარ სულელი ხარ.
თოფურიასთან საბრძოლველად ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე მზად ვარ. მათ შორის სანტიაგო ბერნაბეუზეც სიამოვნებით ჩავალ და მას სახეს დავუნგრევ. ილია, ამას ესპანეთში შენი ვითომ თანამემამულეების წინაშე გავაკეთებ, რადგან შენ რეალურად გერმანელი ხარ. 90 000 ათასი გულშემატკივრის წინაშე სახეს დაგინგრევ." -განაცხადა პიმბლეტმა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ბოლო ბრძოლაში ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა.