თამაშგარე

17:30 | 24.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფლავია ლაოსო ცხოვრებამ დაღალა

მიუხედავად იმისა, რომ ბულვარული მედია მშვენიერი ფლავია ლაოსოს ბედს ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე გულთამპყრობელთან აკავშირებდა, პერუელ ფეხბურთელთან, ხოსე რივერასთან დაშორების შემდეგ, თავად ფლავია ლაოსმა განაცხადა, რომ ახლა დრო სჭირდება ახალი ურთიერთობების დასაწყებად და ამჯობინებს დროებით მარტო იყოს.

სულ დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ ფლავია ლაოსო ახალგაზრდა პერუელი მსახიობია, რომელიც ბოლო წლებში პერუს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ ინფლუენსერად ჩამოყალიბდა. ფლავიას სოციალურ მედიაში იმდენად დიდი რაოდენობით მიმდევრები ყავს, რომ (240 ათასი) მისი ყოველი მოქმედება თითქმის საჯარო განხილვად იქცევა ხოლმე.

გაზეთ „ტრომთან“ ინტერვიუში ფლავია ლაოსომ განაცხადა, რომ თავს გადაღლილად გრძნობს. ამიტომ, მან ხაზგასმით აღნიშნა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ახლა მშვიდად ყოფნა, რაც მისი ხელობის ადამიანისთვის ჭეშმარიტად რთულად მისაღწევია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.126557