„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ლამინ იამალზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ის მოტივირებულია, რომ ოქროს ბურთი გაისად მოიგოს.
„იამალს გუშინ ვესაუბრე და მოტივირებულია, რომ მომავალ წელს ოქროს ბურთი მოიგოს, მას შემდეგ, რაც წელს ვერ მოიგო. დემბელემაც დაიმსახურა. ის ამას იღებს და მოტივირებულია. მას ექნება შანსი, რომ მოიგოს - ის ახალგაზრდაა. ვაფასებ, რომ ჩემი გუნდის ბევრი წევრი იბრძვის ამ ჯილდოსთვის.
უნდა გჯეროდეს გუნდის ძალისხმევის. ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით. მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელები, კლუბი და გულშემატკივრები კმაყოფილები იყვნენ. მან იცის, როდის სჭირდება დასვენება. არა მხოლოდ მან, არამედ პედრიმაც და სხვებმაც. ძალიან კმაყოფილი ვარ. არ ვფიქრობ იმაზე, თუ ვინ აკლია გუნდს, არამედ იმაზე, თუ ვინ არის მზად. ვამახვილებ ყურადღებას მათზე, ვინც მყავს და არა მათზე, ვინც არ არის. მოთამაშემ უნდა იგრძნოს, რომ ყველასი მჯერა. კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდით“, - თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალი მეორე ადგილზე გავიდა ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში, სამაგიეროდ, მან ზედიზედ მეორედ მოიგო 21-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო.









