ფეხბურთი

19:24 | 24.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულს" იტალიელი მცველი დიდი ხნით გამოაკლდა

„ლივერპულის“ მცველი ჯოვანი ლეონი დიდი ხანი ვერ ითამაშებს. 18 წლის ფეხბურთელმა ტრავმა „საუთჰემპტონთან“ მატჩის მიწურულს მიიღო.

იტალიელ ფეხბურთელს მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს დაზიანებული, რის გამოც რამდენიმე ვერ ითამაშებს და დიდი ალბათობით, მისთვის სეზონიც დასრულებულია.

აღსანიშნავია, რომ ლეონის „საუთჰემპტონთან“ „ლივერპულში“ დებიუტი ჰქონდა, რომელიც ძალიან ცუდად დასრულდა.

ჯოვანი ლეონი „ლივერპულმა“ ზაფხულში იტალიური „პარმადან“ დაიმატა და ის ძალიან ნიჭიერი ცენტრალური მცველია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096632