ფეხბურთი

20:04 | 24.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გაგუას და ლუკა ხორხელის გოლები სლოვაკეთის თასზე

სლოვაკეთის თასზე 1/32-ფინალური მატჩები გაიმართა და ორმა ქართველმა ფეხბურთელმა გოლიც გაიტანა.

ტრნავას „სპარტაკმა“ სტუმრად „ბელუსა“ 4:0 გაანადგურა, ერთი გოლი კი, ლუკა ხორხელმა გაიტანა. ქართველმა მეტოქის კარი 48-ე წუთზე დალაშქრა და სლოვაკურ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა.

გამარჯვების გოლი გაიტანა გიორგი გაგუამ. ქართველი ფორვარდის გოლით „დუნაისკა სტრედამ“ სტუმრად 1:0 აჯობა „გაბჩიკოვოს“ და 1/16-ფინალის საგზური მოიპოვა. გაგუასთვის ეს სლოვაკეთის თასზე მეორე გოლია მეორე მატჩში.

მომდევნო ეტაპზე გავიდა ალექსანდრე ნარიმანიძის „ჟილინაც“, რომელმაც გასვლაზე „სოკოლი“ 8:0 გაანადგურა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165308