„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ამბობს, რომ ამჟამინდელი სისტემით ფეხბურთი განწირულია სიკვდილისთვის, რადგან ის ვეღრ გაუძლევს ხარჯებს, რომელიც ამ სპორტშია:
„ფეხბურთმა ახალი გზა უნდა იპოვოს, რადგან როგორც ის ამჟამად იტალიასა და ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაშია წარმოდგენილი, განწირულია სიკვდილისთვის, რადგან ვერ შეძლებს გადარჩენას და მიმდინარე ხარჯებთან გამკლავებას. იმედი მაქვს, რომ გარკვეულ მომენტში იქნება შანსი, გადახედოთ ჩემპიონატების ორგანიზების გზებს, რომ ბავშვები და ახალგაზრდა თაობა ისევ დაინტერესდეს ფეხბურთით“, - თქვა დე ლაურენტისმა.