ფეხბურთი

22:37 | 24.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

უსმან დემბელე: "ორი დღეა ოქროს ბურთთან ერთად მძინავს"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა უსმან დემბელემ განაცხადა, რომ ოქროს ბურთის მოგებით დაუფასდა ის შრომა, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში გასწია.

მან თქვა, ოქროს ბურთთან ერთად იძინებს:

„ორი დღეა ოქროს ბურთთან ერთად მძინავს. ეს უდიდესი სიხარულია, გაწეული სამუშაოს დაფასება. როგორც კი ჩემი სახელი დაიძახეს, ეს უდიდესი სიხარული იყო. არ მინდოდა ტირილი, მაგრამ ემოცია იზრდებოდა. დედაჩემის გამო, რომელმაც მარტომ გამზარდა და რომელიც ჩემი დებიუტიდან მოყოლებული ჩემთანაა. დედაჩემი განსაკუთრებულია!“, - თქვა დემბელემ.

შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელემ ლამინ იამალს აჯობა და ოქროს ბურთი კარიერაში პირველად მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095673