ბულგარეთის ნაკრებს, რომელიც მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეა, ახალი მწვრთნელი ჰყავს.
თბილისში, საქართველოს ნაკრებთან მარცხის (0:3) შემდეგ ადგილობრივმა ფეხბურთის ფედერაციამ ილიან ილიევი გაათავისუფლა. მის ნაცვლად ნაკრები ალეკსანდარ დიმიტროვს ჩააბარეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
დიმიტროვი 2018 წლიდან ბულგარეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.
შეგახსენებთ, რომ ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 18 ნოემბერს, სოფიაში გაიმართება.