ინგლისის ლიგის თასზე 1/16-ფინალური ეტაპის ოთხი მატჩი გაიმართა.
ლონდონის „არსენალი“ პრობლემების გარეშე გავიდა მერვედფინალში, რადგან „პორტ ვეილი“ გასვლაზე 2:0 დაამარცხა. „მეთოფეთა“ რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა ებერეჩი ეზემ, ხოლო ერთხელაც თავი ლეანდრო ტროსარმა გამოიჩინა.
„მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად „ჰადერსფილდი“ 2:0 დაამარცხა, ფილ ფოდენისა და სავინიოს გოლებით და მომდევნო ეტაპზე ადვილად გავიდა. არც „ნიუკასლ იუნაიტედს“ ჰქონია პრობლემა, რომელმაც „ბრედფორდი“ შინ 4:1 გაანადგურა: ორ-ორჯერ გაიტანეს ჟოელინტინმა და ვილიამ ოსულამ. ლონდონის „ტოტენჰემმა“ საკუთარ მოედანზე „დონკასტერი“ 3:0 დაამარცხა ჟოაო პალინიასა და ბრენან ჯონსონის გოლებით, ერთიც სტუმრებმა თავიანთ კარში გაიტანეს.









