ევროპა ლიგის 2025-2026 წლების სეზონი დაიწყო. პირველი ტურის რამდენიმე მატჩი გაიმართა, ნაწილი ხუთშაბათს გაიმართება.
სევილიაში, „ბეტისმა“ „ნოტინგემ ფორესტს“ უმასპინძლა, რომელსაც ჯერ უგებდა, შემდეგ მარცხდებოდა, მაგრამ გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 2:2. იტალიურმა „რომამ“ საფრანგეთში „ნიცა“ დაამარცხა ევნ ნდიკასა და ჯანლუკა მანჩინის გოლებით (2:1).
ზაგრების „დინამომ“ შინ 3:1 აჯობა სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“, ხოლო გერმანულმა „ფრაიბურგმა“ შვეიცარიულ „ბაზელს“ 2:1 სძლია. პორტუგალიურმა „ბრაგამაც“ ტურნირი გამარჯვებით დაიწყო - 1:0 „ფეიენოორდთან“, ხოლო რაზგრადის „ლუდოგორეცმა“ გასვლაზე „მალმიოს“ 2:1 მოუგო. ქულები გაიყვეს „ცრვენა ზვეზდამ“ და „სელტიკმა“ (1:1).
გარდა ამისა, იქამდე ორი მატჩი იყო: უგოლოდ დაზავდნენ „პაოკი“ და „მაკაბი“, ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ კი დანიურ „მიდტიულანდთან“ გასვლაზე 0:2 დამარცხდა. ქართველ ნახევარმცველს არ უთამაშია, რადგან მამის გარდაცვალების გამო საქართველოში დაბრუნება მოუწია.
ევროპა ლიგის პირველი ტურის დანარჩენი მატჩები 25 სექტემბერს გაიმართება.