ფეხბურთი

1:40 | 25.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" ხულიან ალვარესის ჰეთ-თრიქით მოიგო

მადრიდის „ატლეტიკომ“ ლა ლიგის მეექვსე ტურში „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

დიეგო სიმეონეს გუნდს სეზონის მძიმე სტარტი აქვს და ამჯერადაც ძალიან გაუჭირდა გამარჯვების მოპოვება. მასპინძლები ხულიან ალვარესმა დააწინაურა, რასაც სტუმრებმა ტაიმის ბოლოს უპასუხეს და ანგარიში გაათანაბრეს.

„რაიო ვალეკანო“ 78-ე წუთზე დაწინაურდა და „ატლეტიკო“ წაგების საფრთხის წინაშე დადგა. თუმცა, მაინც მოიგო, რადგან ალვარესმა მე-80 წუთზე დუბლი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა, ხოლო 88-ე წუთზე არგენტინელმა ფორვარდმა ჰეთ-თრიქი გაიფორმა და გამარჯვების გოლი გაიტანა. სიმეონეს გუნდმა 3:2 გაიმარჯვა.

„ატლეტიკო“ ლა ლიგაში 6 ტურში მოპოვებული 9 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 27 სექტემბერს, მადრიდის „რეალთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092481