ფეხბურთი

11:49 | 25.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

კიეზამ ისაუბრა სლოტის გადაწყვეტილებაზე, არ შეეყვანა იგი „ლივერპულის“ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში

„ლივერპულის“ თავდამსხმელმა ფედერიკო კიეზამ ისაუბრა მთავარი მწვრთნელის, არნე სლოტის გადაწყვეტილებაზე, არ შეეყვანა იგი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში.

„მან ამიხსნა, რას ფიქრობდა და რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ვწუხვარ, რომ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ ვარ, რადგან მასში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. მწვრთნელს უბრალოდ ვუთხარი: „კარგი, პრობლემა არ არის. გავაგრძელებ შრომას და მივიღებ ჩემს შანსებს ლიგის თასსა და პრემიერლიგაში“. მე პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ, „ლივერპულში“ ვთამაშობ და ეს თავისთავად საოცარია. „ფიზიკურად თავს ახლა ბევრად უკეთ ვგრძნობ და უკვე მეტი მატჩი ჩავატარე, ვიდრე მთელი გასული სეზონის განმავლობაში, ამიტომ ბედნიერი ვარ და იგივე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელო მუშაობა“, - ციტირებს კიეზას სიტყვებს Goal.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიეზა შესაძლოა კვლავ ჩაერთოს ჩემპიონთა ლიგის მატჩების განაცხადში, „ლივერპულის“ მცველის, ჯოვანი ლეონის ტრავმის შემდეგ. 2025/26 წლების სეზონიდან გუნდებს შეეძლებათ ტურნირის განაცხადში ერთხელ ახალი მოთამაშის ჩართვა, რომელიც ჩაანაცვლებს დაშავებულ მოთამაშეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09637