ფეხბურთი

12:24 | 25.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა ფოდენზე: „როდესაც თავისუფლად თამაშობს, მას შეუძლია უნიკალური იყოს“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, კომენტარი გააკეთა თავდამსხმელ ფილ ფოდენის თამაშზე, რომელმაც გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა ინგლისის ლიგის თასის მესამე რაუნდში „ჰადერსფილდ თაუნთან“ (2:0) მოგებულ მატჩში.

„როდესაც ის თავისუფლად თამაშობს და საჯარიმო მოედანთან ახლოსაა, მას შეუძლია უნიკალური იყოს. ეს ჩვენ ვიცით. ​​უკვე ვნახეთ ფილი ბოლო მატჩებში. როდესაც გუნდი უკეთ თამაშობს. ეს მხოლოდ დღეს არ მომხდარა. ის ნამდვილად კარგი იყო „არსენალის“, „მანჩესტერ იუნაიტედის“ და „ნაპოლის“ წინააღმდეგ“, - განაცხადა ესპანელმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე.

25 წლის ინგლისელმა, ფოდენმა, 2025/26 წლების სეზონში ხუთ მატჩში ორი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.16539