ფეხბურთი

12:50 | 25.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო სიმეონე ხულიან ალვარესზე: „ჩვენ მასზე უნდა ვიზრუნოთ“

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კომენტარი გააკეთა თავდამსხმელ ხულიან ალვარესზე, ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურში „რაიო ვალეკანოსთან“ (3:2) მოგებულ მატჩში ჰეთ-თრიქის შესრულების შემდეგ.

„ხულიანი ჩვენი გუნდის საუკეთესო მოთამაშეა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მასზე და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ „ატლეტიკოში“ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დარჩეს. უნდა დავეხმაროთ, რათა ის კიდევ უფრო გაძლიერდეს, ვიდრე ახლაა. ყოველ ჯერზე, როცა ის მოედანზე ცვლილებებს ახდენს, ეს ჩვენთვის უდიდესი სარგებელია“, - ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Football Espana.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონა“ ალვარესით იყო დაინტერესებული.

ალვარესი მადრიდის „ატლეტიკოს“ 2024 წლის აგვისტოში შეუერთდა. მისი კონტრაქტი კლუბთან 2030 წლამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094012