18 წლის არგენტინელი გარემარბი იან სუბიაბრე შესაძლოა ლონდონის „ჩელსის“ შეუერთდეს. ლონდონური კლუბი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ესპანური „ბარსელონას“ დამარცხებას გეგმავს - წერს Soy del Millo.
წყაროს ცნობით, „რივერ პლეიტი“ არ ჩქარობს სუბიაბრესთან დაშორებას, რომელსაც სამ შემტევ პოზიციაზე შეუძლია თამაში. არგენტინელის კონტრაქტი ამჟამინდელ კლუბთან 2026 წლის დეკემბერში იწურება, მაგრამ „რივერ პლეიტი“ მისვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს 100 მილიონი ევროს ოდენობის გამოსასყიდი ხელშეკრულებით.
სუბიაბრე „რივერ პლეიტის“ მთავარ გუნდში 2024 წლის თებერვლიდან თამაშობს.