პსჟ-ს თავდამსხმელმა უსმან დემბელემ მხარდაჭერა გამოუცხადა თავის ყოფილ თანაგუნდელ გავის, რომელიც „ბარსელონაში“ თამაშობს. 21 წლის ნახევარმცველს მენისკის ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც ის ოთხიდან ხუთ თვემდე ვერ ითამაშებს.
„ძალა შენ, ძმობილო! იმედი მაქვს, მალე გამოჯანმრთელდები, რომ ისევ გნახო მოედანზე! გეხუტები და მენატრები!“ - დაწერა დემბელემ სოციალურ ქსელში.
გავიმ ტრავმა აგვისტოს დასაწყისში მიიღო. ამ სეზონში მან ლა ლიგის ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
22 სექტემბერს, ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა დემბელემ „ოქროს ბურთი“ მოიგო და 2024/2025 წლების სეზონის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.