არაბული წარმოშობის ბრიტანელი პორნო-ვარსკვლავი მია ხალიფა ალბათ გახსოვთ, ერთი ხანობა ფეხბურთით იმდენად დაინტერესდა, რომ მისთვის ჩვეულ უნიფხვობას თავი დაანება და თავის საყვარელ საფეხბურთო კლუბ ლონდონის „ვესტ ჰემ იუნაიტედში“ დაიწყო მუშაობა გუნდის გამპიარებლად.
თუმცა, მრავლისმნახველ მიას მალევე მოსწყინდა მისთვის მიეჩვეველ შრომით ფერხულში ყოფნა და დიდი ფეხბურთიდან ისევ თავის საყვარელ და “შინაურულ“ საქმეს - პორნო-ბიზნესს დაუბრუნდა, რაც ინგლისური ბულვარული მედიის დაუნდობელი ქოლიკისა და გაკიცხვის საგნად იქცა. თუმცა მიას ცხადია ეს კიცხვა დიდად არასოდეს ანაღვლებდა.
ახლა კი როდესაც ყველამ ჩავთვალეთ, რომ ბრიტანელმა პორნო-ვარსკვლავმა ფეხბურთიდან სამუდამოდ ამოიკვეთა ფეხი, მია ხალიფამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ როდესაც დაბერდება და კაცებთან „ჯაჯგურის“ თავი აღარ ექნება, ისევ დაუბრუნდება საფეხბურთო ბიზნესს და ის დაბრუნება უკვე სამუდამო და სამიდღემჩიო იქნება.









