ფეხბურთი

18:33 | 25.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"შტურმის" მწვრთნელი: "კიტეიშვილი განმასხვავებელი ფაქტორია"

გრაცის „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ ზაუმელმა ევროპა ლიგის პირველ ტურში დანიურ „მიდტიულანდთან“ მარცხის (0:2) შემდეგ ისაუბრა.

რა თქმა უნდა, ის უკმაყოფილო იყო თავისი გუნდის თამაშით და ოთარ კიტეიშვილის დანაკლისს ხაზი გაუსვა. როგორც მან თქვა, კიტეიშვილთან ერთად „შტურმის“ თამაში გაცილებით სახიფათოა:

„ოთარი განმასხვავებელი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია ბოლო პასის გაკეთება და მოედანზე უბრალოდ თავისი ყოფნითაც კი კარის წინ სახიფათოა“, - თქვა ზაუმელმა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი „შტურმს“ ხსენებულ მატჩში მამის გარდაცვალების გამო ვერ დაეხმარა. ქართველ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 8 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099226