ფეხბურთი

22:38 | 25.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი მაგუაირმა შესაძლოა "მანჩესტერთან" კონტრაქტი გაახანგრძლივოს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველმა ჰარი მაგუაირმა შესაძლოა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

ბრიტანული მედიის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და „მანჩესტერი“ ახალ კონტრაქტს ამზადებს, მაგრამ სანაცვლოდ ინგლისელ მცველს მოუწევს, რომ ხელფასის შემცირებას დათანხმდეს.

ჰარის მოქმედი კონტრაქტი „მანჩესტერთან“ ძალაში მიმდინარე სეზონის ბოლომდეა.

ჰარი მაგუაირმა „მანჩესტერის“ მაისურით 2019 წლიდან დღემდე 251 მატჩში 16 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087649