ფეხბურთი

0:09 | 26.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" უგო ეკიტიკე დააჯარიმა

„ლივერპულმა“ უგო ეკიტიკე ინგლისის ლიგის თასზე მიღებული წითელი ბარათის გამო დააჯარიმა.

როგორც Daily Mail-ი იტყობინება, ფრანგ ფეხბურთელს ორი კვირის ხელფასის ჯარიმა დაეკისრა. მიზეზი ისაა, რომ „საუთჰემპტონთან“ მატჩში გოლის გატანის შემდეგ მაისური გაიხადა და ყვითელი ბარათი მიიღო. ვინაიდან, მანამდე ერთი ყვითელი ბარათი ჰქონდა, მოედნიდან გააძევეს.

შედეგად, ეკიტიკე „კრისტალ პალასთან“ პრემიერლიგის მომდევნო მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

უგო ეკიტიკემ მიმდინარე სეზონში „ლივერპულის“ რიგებში ჩატარებულ 8 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089914