ესპანეთის ლა ლიგის მეექვსე ტური „ოვიედო“ – „ბარსელონას“ მატჩით დაიხურა, რომელიც სტუმრებმა 3:1 მოიგეს.
ჰანსი ფლიკის გუნდმა ტაიმი წააგო, რადგან 33-ე წუთზე ჟოან გარსიას შეცდომით ალბერტო რეინამ ისარგებლა და ბრწყინვალე გოლით ანგარიში გახსნა. თუმცა, შესვენების შემდეგ კატალონიელებმა მეტოქეს აჯობეს.
ანგარიში ერიკ გარსიამ გაათანაბრა, ხოლო 70-ე წუთზე მოედანზე ახალშესულმა რობერტ ლევანდოვსკიმ „ბარსა“ წინ გაიყვანა. მატჩის მიწურულს რონალდ არაუხომ სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ბარსელონა“ ლა ლიგაში 6 ტურის შემდეგ 16 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 28 სექტემბერს, „სოსიედადს“ უმასპინძლებს.