მადრიდის "რეალი" 2026 წლის ზაფხულში ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს და მათი მთავარი სამიზნე "პარი სენ-ჟერმენის" პორტუგალიელი ფეხბურთელი ვიტინია იქნება. როგორც ესპანურ პრესაში იწერება მადრიდელებს მის შესაძენად გეგმა უკვე შემუშავებული აქვს.
AS-ის ინფორმაციით, "რეალი" მზადაა ვიტინიას სანაცვლოდ პარიზელებს 50 მილიონთან ერთად როდრიგოც შესთავაზონ. ჯერ ჯერობით უცნობია პსჟ-ს პოზიცია, თუმცა უნდა ითქვას, რომ ზაფხულში არაერთგზის დაიწერა, რომ ფრანგულ კლუბს როდრიგოს შეძენა სურდა.
25 წლის ვიტინია პსჟ-ს ღირსებას 2022 წლიდან იცავს და კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს. პორტუგალიელის სატრანსფერო ღირებულება ტრანსფერმარკეტის მიხედვით 80 მილიონია.