საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელმა ვილიამ სალიბამ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ცნობილი გამოცემა Espn-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 24 წლის ფრანგი ფეხბურთელი "მეთოფეებთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადასვლა "რეალში" ფაქტობრივად გამოირიცხა. მოგეხსენებათ, რომ "სამეფო კლუბი" სალიბასთან მოლაპარაკებებს მართავდა და 2026 წლის ზაფხულში მის გადაბირებას გეგმავდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ვილიამ სალიბა "არსენალის" ღირსებას 2019 წლიდან იცავს და კლუბთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.