37 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა სერხიო ბუსკეტსმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ MLS-ის სეზონის დასრულების შემდეგ საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. ფეხბურთელმა საკუთარ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ის გულშემატკივარს ემშვიდობება.
"მთელი გულით მადლობა ყველას და ფეხბურთს, თქვენ ყოველთვის იქნებით ამ შესანიშნავი ისტორიის ნაწილი." - დაწერა ბუსკეტსმა.
სერხიო ბუსკეტსის დებიუტი "ბარსელონას" ძირითად გუნდში 2008 წელს შედგა და კატალონიურ კლუბში 2023 წლამდე ითამაშა. ამ დროში ესპანელმა ფეხბურთელმა ჯამში 32 ტიტულის მოგება შეძლო, აქედან სამჯერ ჩემპიონთა ლიგის, ხოლო ცხრაჯერ ლა ლიგის. ამასთან ერთად ის ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონიც გახდა. ბუსკეტსმა "ბლაუგრანას" მაისურით სულ 722 შეხვედრაში ითამაშა და თავი 18 გოლთან ერთად 46 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ სერხიო ბუსკეტსი "ინტერ მაიამის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს და კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს, რომლის შემდეგაც ესპანელი კარიერას ოფიციალურად დაასრულებს.