ხორვატიული "ზაგრები", რომლის ღირსებასაც გიორგი ცხოვრებაძე იცავს, ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩში "ბარსელონას" დაუპირისპირდა და 25:32 დამარცხდა.
გიორგი ცხოვრებაძემ კატალონიურ კლუბს ორი გოლი გაუტანა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველის მეორე გოლი, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა.
ცნობისთვის, "ზაგრებს" ჩემპიონთა ლიგაზე სამი მატჩიდან სამი მარცხი აქვს და ბოლო მერვე ადგილზე იმყოფება, რაც შეეხება ცხოვრებაძეს, მას 3 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.









