ჩინეთის სუპერლიგის ოფიციალურმა გვერდმა აგვისტოს თვის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც დამსახურებულად მოხვდა „შანდონ ტაიშანის" ქართველი შემტევი ვაკო ყაზაიშვილი.
ქართველი ფეხბურთელი ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და მოედანს ფაქტობრივად უგოლოდ არ ტოვებს. მან ბოლო 8 ტურში 14 გოლი გაიტანა: ჯერ ჰეთ-თრიქი შეასრულა, მას შემდეგ ზედიზედ ოთხ ტურში თითო გოლი მიითვალა, ხოლო შემდეგ ჯერ იყო პოკერი და ისევ ჰეთ-თრიქი - უბრალოდ, წარმოუდგენელი სტატისტიკაა.
ცნობისთვის, ყაზაიშვილი ჩინეთის სუპერლიგის ბომბარდირთა დავას 22 გატანილი გოლით ლიდერობს და უშუალო მდევარს 4 ბურთით უსწრებს. რაც შეეხება "შანდონ ტაიშანს", 25 ტურის შემდეგ 42 ქულა აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს ვაკოს გუნდი 4 ოქტომბერს "იუნან იუკუნის" წინააღმდეგ გამართავს.