ლონდონის "ჩელსის" ტრავმის გამო გუნდის ლიდერი კოულ პალმერი გამოაკლდა და მოედანზე დაბრუნებას მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. აღნიშნული ინფორმაცია "არისტოკრატთა" მთავარ მწვრთნელმა ენცო მარესკამ "ბრაიტონთან" გასამართი მატჩის წინა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.
როგორც ირკვევა, კოულ პალმერს საზარდულის დაზიანება აქვს, რომელიც "მანჩესტერთან" მატჩში მიიღო, ინგლისელმა ფეხბურთელმა მოედანი 21-ე წუთზე იძულებით დატოვა.
"დიახ, ჩვენ ექიმებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პალმერს ორი-სამი კვირით დასვენების საშუალება მივცეთ. არ გვინდა მისი ჯანმრთელობით გარისკვა. ვფიქრობ, რომ ოპერაცია საჭირო არ გახდება. ოქტომბრის სანაკრებო პერიოდამდე დაველოდებით, რათა პალმერი 100%-ით გამოჯანმრთელდეს." - განაცხადა პალმერმა.
კოულ პალმერს სამი კვირის განმავლობაში "ბრაიტონთან", "ბენფიკასთან" და "ლივერპულთან" გასამართი მატჩების გამოტოვება მოუწევს და შესაბამისად ვერც ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება ოქტომბერში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში.
შეგახსებთ, რომ პალმერს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 10 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.