ჩოგბურთი

16:25 | 26.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ჩელენჯერს 1/8 ფინალში გამოეთიშა

33 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონაწილეობას ჩინეთის ჩელენჯერში (100 ქულიანი) იღებდა მონაწილეობას, სადაც 1/8 ფინალში ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩთან უშანსოდ ორ სეტში დამარცხდა.

ბასილაშვილმა ძალიან ცუდი შეხვედრა ჩაატარა და ორ სეტში მხოლოდ ერთი გეიმის მოგება მოახერხა. ტომიჩმა მარტივად 6:1, 6:0 მოიგო და შემდეგ ეტაპზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ი რეიტინგში 114 ადგილიდან 104- ადგილზე გადავიდა და ტოპ 100 მიუახლოვდა, სადაც ქართველი ჩოგბურთელი 2021 წლის შემდეგ აღარ ყოფილა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.175585