ფეხბურთი

19:28 | 26.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ლამინ იამალი დაუბრუნდა

კატალონიის "ბარსელონას" 18 წლის ესპანელი ფეხბურთელი ლამინ იამალი მოედანზე დასაბრუნებლად მზად არის. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა გაავრცელა. იამალმა ინსტაგრამ სთორიში გააკეთა წარწერა - "დიახ, მე დავბრუნდი".

ლამინ იამალს საზარდულის დაზიანება ჰქონდა, რის გამოც 4 მატჩის გამოტოვება მოუხდა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩის.

ჯერ ჯერობით, უცნობია ითამაშებს თუ არა იამალი "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ, თუმცა ის "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ სათამაშოდ 100%-ით მზად იქნება.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის ესპანელ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 3 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093701