სლოვენიელი ფოტომოდელი ტადეია ტერნარი ადრეც არაერთხელ გამხდარა „ყვითელი“ გამოცემების საკბილო, რადგან ამ გოგოს ლაპარაკი ძალიან უყვარს და თუ ერთი პირი მოაღო, მერე ისეთებს ამბობს, მერე მთელი სლოვენია მსჯელობს და განიხილავს ყველა მის გამონათქვამს.
ამასწინათ ტედეიას წამოსცდა, რომ 10 წლის წინ ბოლომდე იყო გაკოტრებული და 2011 წელს მის მიერ დაარსებული სამოდელო სკოლა, რასაც ახლა მართავს და მისი ძირითადი შემოსავლის წყაროცაა, რეალურად მისი ძმის, ჩოგბურთელი ტომისლავ ტერნარის საკუთრებაა და იგი მხოლოდ ძმის გულმოწყალებით დგას ფეხზე.
არადა, ეს ასული ღარიბის შთაბეჭდილებას არასოდეს ტოვებდა. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც 2007 წელს „მის სლოვენიის“ ტიტული დაისაკუთრა, გვარიანი თანხები ჩაიჯიბა და ახალი კონტრაქტებიც დადო. მაგრამ მშვენიერი ტედეია ნამეტანი მხარჯველი ყოფილა და ფულს თურმე შაითან ბაზრის ყარაჩოღელივით აქეთ-იქით ფანტავს.