„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა განაცხადა, რომ ჯოვანი ლეონი ერთი წლის განმავლობაში ვერ ითამაშებს.
ნიდერლანდელმა 18 წლის იტალიელის ტრავმის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა:
„ის, რა თქმა უნდა, კარგ მდგომარეობაში არ არის, რადგან წინა ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და ეს ნიშნავს, რომ ერთი წლით ვერ ითამაშებს. სადებიუტო მატჩს ასე კარგად რომ თამაშობ, ახალ ქვეყანაში, ასეთი ახალგაზრდა და შემდეგ ეს ხდება, ძალიან რთულია დადებითი მხარის დანახვა.
ასეთ დროს არ არსებობს დადებითი მხარე, მაგრამ ყოველთვის ცდილობ დადებითი მხარის დანახვას და ეს არის ის, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ამიტომ მას ჯერ კიდევ ბევრი წელი აქვს გასავლელი მას შემდეგ, რაც ასეთი საშინელი ტრავმისგან გამოჯანმრთელდება. მას გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს და ექნება“, - თქვა სლოტმა.
„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ჯოვანი ლეონის ნაცვლად ფედერიკო კიეზა შეიყვანა, რომელმაც მიმდინარე სეზონში ხუთ მატჩში თავი ერთი გოლით და ორი საგოლე პასით გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ 27 სექტემბერს, პრემიერლიგის მეექვსე ტურში „კრისტალ პალასს“ შეხვდება.