ფეხბურთი

17:21 | 26.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სპორტინგის" მწვრთნელი: "ვიცით, რისი გაკეთება შეუძლია ქოჩორაშვილს, მეტის მოლოდინი გვაქვს"

ლისაბონის „სპორტინგის“ მთავარმა მწვრთნელმა რუი ბორჟესმა „ეშტორილთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე გიორგი ქოჩორაშვილზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ქართველი ჯერ კიდევ ადაპტაციის პერიოდშია და მისგან მეტის მოლოდინი აქვთ, რადგან ბევრად მეტი შეუძლია:

„გიორგი ქოჩორაშვილი ადაპტაციას გადის. ამ ეტაპზე მისი თამაშით, რაც გუნდს შესთავაზა, კმაყოფილი ვარ. მისგან ბევრ მეტს ველით, ისევე, როგორც თვითონ, მაგრამ ჯერ ადაპტაციის პროცესშია, როგორც გეორგიოს ვაგიანიდისი და ფოტის იოანიდისი. ისინი ნელ-ნელა უმატებენ და სწორედ ამიტომ თამაშობენ, აქვთ შანსები. ვფიქრობ, ქოჩორაშვილი უკვე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ კიდევ აქვს გაუმჯობესების დიდი ადგილი. ვიცით, რისი გაკეთება შეუძლია მას“, - თქვა ბორჟესმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა „სპორტინგის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით, ერთი საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა. ლისაბონელები „ეშტორილს“, სადაც ნოდარ ლომინაძე თამაშობს, 27 სექტემბერს, შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094082