ფეხბურთი

17:55 | 26.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

დავით ვოლკოვის გოლი აზერბაიჯანის ჩემპიონატში

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-6 ტურში „იმისლისა“ და „ზირას“ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო დავით ვოლკოვმა გოლი გაიტანა.

ქართველმა ფორვარდმა მე-80 წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეს მისთვის მეორე გოლია მიმდინარე სეზონში.

ვოლკოვმა და გიორგი პაპუნაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს. „ზირა“ 6 ტურში მოპოვებული 12 ქულით ლიდერია და 3 ოქტომბერს, „ნეფთჩის“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092541