ფატი ვასკესმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ლამინ იამალს ხვდებოდა, „ბარსელონას“ ვარსკვლავის შესახებ ისაუბრა.
როგორც 30 წლის გოგონამ აღნიშნა, იამალს აგენტი ურჩევს, რომელიც ღამე რომელ გოგოსთან გაატაროს.
„ლამინ იამალი არც ისე თავმბადაბალია. მასთან ვყოფილვარ და არ მგონია, რომ კარგ რჩევებს აძლევდნენ. მის ახლო წრეს შევხვდი და არ მგონია სათანადო რჩევებს აძლევდნენ და სწორ გადაწყვეტილებებს იღებდეს. არ ვფიქრობ, რომ მის ასაკში ნორმალური იყოს ასეთი რაღაცების კეთება, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ 17 წლის ასაკში კლუბებსა და წვეულებეზე დადიოდა, ან რომ 17 წლის ასაკში 10 გოგონა იბიცაზე გემით წაიყვანა. ლამინის აგენტს მისთვის კალენდარი აქვს, სადაც ურჩევს რომელი ღამე რომელ გოგონასთან გაატაროს. ლამინს გოგონების კალენდარი აქვს.
პაუ კუბარსი იამალის თანატოლია. როდესაც ისინი 18 წლის გახდნენ, შეგიძლიათ ნახოთ ფოტოები: იამალს უზარმაზარი წვეულება ჰქონდა, კუბარსიმ კი სახლში უბრალოდ ტორტით აღნიშნა. გესმით, რას ვგულისხმობ?“, - თქვა ფატიმ.