სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:45 | 26.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" რაფინია და ჟოან გარსია გამოაკლდნენ

„ბარსელონას“ ფეხბურთელები რაფინია და ჟოან გარსია ესპანურ კლუბს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარებიან.

ორივეს შესახებ კლუბი იტყობინება, რომ ტრავმირებული არიან. რაფინია ბარძაყის დაზიანების გამო დაახლოებით 3 კვირა ვერ ითამაშებს, ხოლო გარსიას მუხლის შიდა მენისკი აქვს დაზიანებული და ხვალ ოპერაციას გაუკეთებენ. სარეაბილიტაციო პერიოდიდან გამომდინარე ესპანელმა მეკარემ 4-6 კვირის განმავლობაში უნდა იუქმოს.

მიმდინარე სეზონში ორივე ფეხბურთელი „ბარსას“ ძირითადი შემადგენლობის წევრია: გარსიამ 7 მატჩში დაიცვა კატალონიელთა კარი, ხოლო რაფიანიმ ასევე შვიდ შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა.

რაფინია „ბარსელონას“ ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს, ხოლო ჟოან გარსია - ნოემბრის დასაწყისში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093196