ფეხბურთი

22:18 | 26.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

კივუ "ინტერის" გულშემატკივრებს: "პატივი ეცით, ვინც მუშაობს, თუ არადა, მილანელოზე წადით"

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან კივუმ ფანებს „მილანის“ საწვრთნელ ბაზაზე, მილანელოზე წასვლისკენ მოუწოდა.

„ნერაძურის“ ვარჯიშს ფანები უყურებდნენ, რაც როგორც ჩანს, რუმინელ სპეციალისტს არ მოეწონა და გულშემატკივართა ჯგუფს დაუყვირა:

„პატივი ეცით, ვინც მუშაობს. არ მინდა რაღაცების გაგონება, თუ არადა, მილანელოზე წადით! აქ გაუმჯობესების სურვილით მუშაობენ“, - თქვა კივუმ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ სერია A-ს მეხუთე ტურში კვირას „კალიარის“ ესტუმრება. „ნერაძურიმ“ წინა ოთხ ტურში 6 ქულის მოპოვება შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173202