გერმანიის ბუნდესლიგის მეხუთე ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ ბრემენის „ვერდერი“ 4:0 გაანადგურა და ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.
„ბაიერნი“ ლუის დიასმა დააწინაურა, რასაც ტაიმის ბოლოს ჰარი კეინის ზუსტი პენალტი მოჰყვა. ინგლისელმა მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა და ეს იყო მისთვის „რეკორდმაისტერში“ მე-100 გოლი გაიტანა, რსაც სულ 104 თამაში მოანდომა.
საბოლოო წერტილი კონრად ლაიმერმა დასვა და ვენსან კომპანის გუნდმა ძალიან ადვილად მოიგო.
„ბაიერნი“ 15 ქულით ლიდერობს ბუნდესლიგას, მომდევნო ტურში „აინტრახტს“ ესტუმრება.
„ბაიერნი“ – „ვერდერი“ 4:0 (2:0)
გოლები: 1:0 ლუის დიასი (22), 2:0 კეინი (45, პენ), 3:0 კეინი (65), 4:0 ლაიმერი (88)






