ფეხბურთი

1:00 | 27.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს 946-ე გოლი კარიერაში

საუდი პრო ლიგის მეოთხე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ალ-ნასრმა“ სტუმრდ „ალ-იტიჰადი“ 2:0 დაამარცხა, ხოლო კრიშტიანუ რონალდუმ ისევ გაიტანა.

მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა: ანგარიში სადიო მანემ გახსნა, რომელმაც შემდეგ საგოლე პასიც გააკეთა და კრიშტიანუმ სხვაობა გააორმაგა. მერე არაფერი შეცვლილა.

რონალდუსთვის ეს იყო კარიერაში 946-ე გოლი, ხოლო საუდი პრო ლიგის მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი მიითვალა.

„ალ-ნასრი“ 12 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო „ალ-იტიჰადი“ 9 ქულით მეორე საფეხურს იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097146