„მანჩესტერ სიტიმ“ ნიკო ო’რაილთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და ინგლისელი ფეხბურთელი მშობლიურ კლუბში დარჩება.
20 წლის მცველმა კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ო’რაილიმ „მანჩესტერ სიტის“ მაისურით დღემდე 27 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.