ფეხბურთი

10:28 | 27.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ვილიარეალის" მწვრთნელი: "ვამაყობ, რომ ამ ფეხბურთელებთან ვმუშაობ"

„ვილიარეალის“ მთავარი მწვრთნელი მარსელინო ფიქრობს, რომ გადატვირთული გრაფიკი სასიამოვნოა, რადგან ეს ნიშნავს, რომ მისი გუნდი მაღალი მიზნებისთვის თამაშობს:

„გაცილებით სასიამოვნოა ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაში, ლა ლიგაში პირველი ადგილებისთვის ბრძოლა და მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო ტურნირში თამაში, ვიდრე ასე არ იყოს. ვამაყობ, რომ ამ მოთამაშეებს ვწვრთნი და კმაყოფილი ვარ მათი თამაშით. შემდეგი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია სატურნირო ცხრილისთის. კვირის პირველი ორი თამაში მოვიგეთ და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა კვირის ცხრა ქულით დასრულებას, რაც შესანიშნავი იქნება”, - თქვა მარსელინომ.

შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალი“ დღეს, 23:00 საათზე „ბილბაოს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095698