ფეხბურთი

14:02 | 27.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინი: "ბაიერნში" ბედნიერი ვარ, ეს საუკეთესო ადგილია ტიტულების მოსაგებად"

მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდმა ჰარი კეინმა უპასუხა ჭორებს, რომლის მიხედვით, ზაფხულში პრემიერლიგაში დაბრუნებას აპირებს.

როგორც ინგლისელმა აღნიშნა, „ბაიერნში“ ბედნიერია და კლუბის დატოვებას არ გეგმავს.

„არა, ამჟამად პრემიერლიგაში დაბრუნებაზე არ ვფიქრობ. აქ ნამდვილად ბედნიერი ვარ. კონტრაქტის ამოწურვამდე ორი წელი დამრჩა. ყოველი მომენტით ვტკბები, „ბაიერნი“ ტიტულების მოსაგებად საუკეთესო ადგილია“, - თქვა კეინმა.

შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინმა „ბაიერნში“ უკვე მოასწრო 100 გოლის გატანა, რისთვისაც სულ რაღაც 104 მატჩის ჩატარება დასჭირდა, ხოლო ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 5 ტურში თავი უკვე 10-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091963