ლონდონის „ვესტ ჰემიდან“ მთავარი მწვრთნელი გრემ პოტერი გაათავისუფლეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ინგლისელი წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. „ვესტ ჰემმა“ სეზონი ცუდად დაიწყო და პრემიერლიგაში 5 ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.
„ჩაქუჩები“ უახლოეს მატჩს 29 სექტემბერს, სტუმრად „ევერტონთან“ გამართავენ.